"კუდიანებზე ნადირობის სეზონი გახსნილად გამომიცხადებია. ქუჩას სამსახური უნდა მოჰყვეს, მერე მეზობლები და ნათესავები - თუნდაც სიჩუმით. შესაძლებელი ლოგიკური განვითარება იქნება. სხვა არაფერი"- ამის შესახებ თსუ პროფესორი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მარინე ჩიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
დიდხანს ვიფიქრე დამეწერა თუ არა. მაინც ვწერ როგორც ქეისს.
დღეს ტიციან ტაბიძის ქუჩაზე, სადაც დაბადებიდან ვცხოვრობ ვაკის პარკისკენ მიმავალს მანქანიდან მომაძახა კაცმა - 'სისხლი უნდა დაღვრილიყო, ქალბატონო?'.ს
ამწუხაროდ, ვერ დავიმახსოვრე მანქანის ნომერი და ვერც ის ადამიანი დავინახე კარგად [მეორე კლასიდან ვატარებ სათვალეს]. პასუხის გაცემაც ვერ მოვასწარი - მანქანამ გზა გააგრძელა.
კუდიანებზე ნადირობის სეზონი გახსნილად გამომიცხადებია. ქუჩას სამსახური უნდა მოჰყვეს, მერე მეზობლები და ნათესავები - თუნდაც სიჩუმით. შესაძლებელი ლოგიკური განვითარება იქნება. სხვა არაფერი.
ნათლიმამა 'God Father' გამახსენდა - Nothing personal, just business.