ქვეყანაში. ვინ გვყავს მეორე მხარეს? მკვლელი და მწამებელი, შარვალჩახდილი, რუსების ფულით დაფინანსებული, „ნაცთან“ მოღალატე,  ნაცების რეკეტიორი და თურმე ამათმა უნდა შექმნან კოალიცია. ჩვენ კოალიციას ვქმნითო, ვისთან ქმნიან კოალიციას ხომ არ იცით? რისი თავით, რისი ზურგით? ვისით? „ნაცმოძრაობასთნ?“ მიხეილ სააკაშვილთან ქმნიან? ვერ გაიმარჯვებენ, ჩვენ გავიმარჯვებთ ქართველი ხალხი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ  თბილისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი ბრძოლა. ჩვენ გავიმარჯვებთ თუ არა, და ფიზიკურად და სულიერად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადავრჩებით თუ არა, არ დავუთმობთ არც საკუთარ მოქალაქეებს, არც საკუთარ ქვეყანას არავის და საქართველო იქნება გამარჯვებული. ჩვენი ქვეყანა იქნება გამარჯვებული. ჩვენ ვიბრძვით არა ცალ ფეხზე მდგომი, არამედ ტრადიციული, ქართული, ეროვნული, ქრისტიანული ქვეყნისა და ასეთივე ქრისტიანული, ტრადიციული ევროპისათვის და არა ისეთი ევროპისათვის საიდანაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ მათი მითითებით უნდა ვიმოქმედოთ. ეს ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობის ამბავია და ვინ დგას მეორე მხარეს? გარედან დავალებების შემსრულებელი ხალხი და ერთ მაგალითს მოვიტან თუ შეიძლება, თქვენი ნებართვით, რომლებმაც გააგმირეს ახალგაზრდა კაცი, რომელმაც მამა დაჭრა, რომელმაც სცადა, რომ პოლიციელი ცოცხლად დაეწვა და დასცინიან იმ ადამიანს, რომელმაც აჩვენა თავისი დედისა და მამის პატივისცემა, მათზე ზრუნვა. ასეთი ადამიანები არასოდეს არ დაიჩაგრებიან ამ ქვეყანაში. ვინ გვყავს მეორე მხარეს? მკვლელი და მწამებელი, შარვალჩახდილი, რუსების ფულით დაფინანსებული, „ნაცთან“ მოღალატე,  ნაცების რეკეტიორი და თურმე ამათმა უნდა შექმნან კოალიცია. ჩვენ კოალიციას ვქმნითო, ვისთან ქმნიან კოალიციას ხომ არ იცით? რისი თავით, რისი ზურგით? ვისით? „ნაცმოძრაობასთნ?“ მიხეილ სააკაშვილთან ქმნიან? ვერ გაიმარჯვებენ, ჩვენ გავიმარჯვებთ ქართველი ხალხი. მათი მედიები, როგორ იქცევიან დააკვირდით, ვეკითხები და მეუბნება, რომ დიახ, აფხაზი და ოსი მტერიაო. მტერი კი არა, ჩვენი ძმა არის, ჩვენი და არის ერთიან საქართველოში. ჩვენს საერთო, ღირსეულ, ამაყ, ტრადიციულ ქვეყანაში ჩვენი დები და ძმები არიან, გამორიცხულია სხვანაირად რომ ვიაზროვნოთ. არც სეპარატიზმს, არც ოკუპაციას, არც მკვლელობას და წამებას, ეროვნება არ აქვს მეგობრებო. სეპარატისტი სეპარატისტია და მკვლელი მკვლელია. ეროვნება არ აქვს არცერთს და აფხაზეთი, სამაჩაბლო საქართველოა, ჩვენი, ერთიანი და დიდი საქართველო. დიდი თავისი მენტალობით და სიამაყით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.