გიორგი გახარია რაღაც მომენტში ნამდვილად შემეცოდა, ისე აიხლართა თავის ტყუილებში, კაცი, რომელიც ლაპარაკობს, რომ 20 ივნისს იქით ვამშვიდებდიო ვიღაცასო, რა დღეშია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„მე ვარ ის ადამიანი, რომელიც პირველი მივედი „ქართული ოცნებიდან“. მთელი დღე არ დამიტოვებია პარლამენტის შენობა. გემახსოვრებათ, ჩემი იქ მივარდნა და სიტუაციის განმუხტვის მცდელობები. დასამშვიდებელი იყო ერთადერთი კაცი იმ დღეს და ამშვიდებდა ლომჯარია ზვიად ძიძიგურის კაბინეტის მოსასვენებელ ოთახში. 2-3 ადამიანი იყვნენ ხოლმე ძირითადად, გიჟივით დარბოდა წინ და უკან, ვერ იგებდა, რა უნდა გაეკეთებინა. ერთადერთი, როგორც ჩანს, რაც გაიგო, დავალება გასცა და რომელი დავალებითაც დღეს ხელი შეაწმინდა ქართველ პოლიციელებს და სპეცრაზმელებს. ეს იკადრა. მთელი დღეს გვესმოდა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება თავისი თავის წინააღმდეგ. პირველი იყო 20 ივნისი, როცა სამი ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსია თქვა და ხელი შეაწმინდა პოლიციელებს. ლომჯარია არ ახსოვდა. წარმოიდგინეთ, სახალხო დამცველი იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, ეს ხომ ორი სხვადასხვა მხარეა. ერთი ღონისძიებას უნდა მართავდეს და მეორე უნდა იცავდეს ხალხს. ორი აგენტი იყო ერთად ამ დღეს. თორემ ლეგიტიმური მოგერიება, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ თურმე კაცს რომ წარმოდგენა არ აქვს, ვინ გასცა ტყვიის გასროლის ბრძანება, ვიდრე წყლის ჭავლი და გაზი იქნებოდა გამოყენებული, ალბათ ხვდებით“, – განაცხადა მდინარაძემ.