ბოლო დღენახევარია, პეტიციებს რომ აკეთებდნენ, ხომ გახსოვთ? ახლა სხვადასხვა უწყებიდან ითხოვენ, ამ პეტიციიდან როგორ გამოვიდეთო. ანუ, გუშინწინ საღამომდე რევოლუციის იმედი ჰქონდათ, გუშინ ცოტა ეჭვი შეეპარათ და დღეს დარწმუნდნენ და ახლა პეტიციიდან გამოსვლაზე არიან დაგეშილები. გასაგებია თქვენი აზრი - ან ბულინგს ექვემდებარებით, ან იქ ხართ ბოლომდე“, - მიმართა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პეტიციების ხელმომწერ საჯარო პირებს, რომლებმაც რადიკალთა ბულინგს ვერ გაუძლეს.
მისივე თქმით, ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით ხალხს თანამდებობიდან არ ათავისუფლებს.
„პოლიტიკური ნიშნით ჩვენ ხალხს არ ვათავისუფლებთ. რამდენიმე ასეულობით ათასი ადამიანიდან, რაღაც ნაწილმა განცხადებები აკეთეს. თუ გააკეთეთ ის განცხადება, ახლა ნუღარ დარბიხართ - შენი ჭირიმე, ბოდიში, არ მინდოდა, შემაცდინეს, დამაბულინგეს! თუ ბულინგს ვერ უძლებთ, ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე რა გინდათ, თუ ასე გაგოიმებენ?! ზოგი ამბობს, შვილმა მომპარა ტელეფონიო. რა შვილმა ტელეფონი მოგპარა და იმან დაპოსტა?! გუშინ თუ თქვენ იყავით პოსტის ავტორები, დღეს შვილებს რატომ აბრალებთ?!
ნუ გეშინიათ, ნურც იმათი გეშინიათ, ჩვენ დაგიცავთ და ჩვენი მით უმეტეს, ნუ გეშინიათ! ეს არის მარტივი ამბავი - თუ აწერთ რაღაცას ხელს, იმის თავი გქონდეთ, რომ ბოლომდე მოაწეროთ“, - მიმართა საჯარო მოხელეებს მდინარაძემ.
მისივე თქმით, დაახლოებით, 200 ათასი საჯარო მოხელიდან 200-300 ადამიანი თუ დაექვემდებარა ბულინგს, რაც პროცენტულად ძალიან ცოტაა და კარგია.