რაზეც ბოლო სამი წელი გვეუბნებოდნენ, ეგ თქვენი მოგონილი და ჰაერიდან მოტანილი თემებიაო, ყველაფერზე ილაპარაკა ტრამპმა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს:

"რაზეც ბოლო სამი წელი გვეუბნებოდნენ, ეგ თქვენი მოგონილი და ჰაერიდან მოტანილი თემებიაო, ყველაფერზე ილაპარაკა ტრამპმა. მათ შორის, მშვიდობაზე, სუვერენიტეტზე, ღირსებაზე, მხოლოდ ორი სქესი რომ არსებობს, ჩვენს მიერ “მოგონილ” ამ თემებზეც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა."- წერს მამუკა მდინარაძე.

ოფიციალურად, ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 47-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპია. 

მან კაპიტოლიუმში, საპრეზიდენტო ფიცი დადო. 

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკვე მეორედ გახდა.

მანამდე კი, შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იყო.