ჩვენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები გვეზეიმება, მათ კი უცხოელების - ამიტომაც ვართ დაუმარცხებლები! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
„კიდევ ერთი მთავარი განსხვავება ჩვენსა და აგენტურულ ოპოზიციას შორის:
ჩვენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები გვიხარია და გვეზეიმება-ხოლმე და მათ - უცხოელების.
ამიტომაც ვართ დაუმარცხებლები!
ისე, რა საცოდავ დღეში არიან, სხვაგან დამარცხებულების უსუსურ და უშედეგო კუდისქნევას რომ ზეიმობენ“, - წერს მამუკა მდინარაძე.