გვარამია-მელიას მიზანია „ნაცი“ ხელისუფლებაში, ქართველი ხალხის მიზანია არცერთი „ნაცი“ ხელისუფლებაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„მათი მიზანია ხელისუფლების ხელში ჩაგდება და ამ ქვეყნის არევა, მეორე ფრონტი, ქაოსი და უცხოელების, სხვა ქვეყნიდან მიღებული დავალებების შესრულება. ეს არის მათი მზიანი და ზოგადად, აგენტების მიზანი ეს არის. აქედან გამომდინარე, ქართველები ამას არ დავუშვებთ. გამორიცხულია, საქართველოს მოქალაქეები ამას არ დაუშვებენ. რაც არ უნდა გვერდიდან შემოგვაპარონ მელია, გვარამია, ხაზარაძე, გახარია, ქართველი საზოგადოება არც მოღალატეს დაუშვებს ხელისუფლებაში და არც განდგომილ „ნაცს“, რამდენჯერაც არ უნდა დაიშალონ. ახლა ისინი ცდილობენ იმ 20%-დან გარეთ გამოსვლას, რაც რეალურად „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერაა კვლავ ქვეყანაში, სამწუხაროდ. მაგრამ „ნაცი“ „ნაცია“, კაცი კაცია და ქალი ქალია. „ნაცის“ „განნაცება“ არის ურთულესი ფსიქო მოვლენა, ასეთი ფსიქიკის მქონე ადამიანები საქართველოში არ ცხოვრობენ, რომ „ნაცი“, „არანაცად“ მიიღონ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.