ფაშისტური ბულინგი ნებისმიერის მიმართ მიუღებელია!
ხელები შორს ორგანიზაცია “სირცხვილიასგან”.
“სირცხვილიას” ბულინგიც სირცხვილია, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისათვის: მოძრაობა „სირცხვილია“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში ორგანიზაციის მიმართ კრიტიკის საგნად იქცა.