„ჩვენი პრემიერი იყო და ჩვენ გვიღალატა ნაცებთან. „ნაცი“ შეიძლება უფრო დააფასო, თავისი პოლიტიკური შეხედულება აქვს, ცდება თუ არ ცდება, ბოროტებას აკეთებს თუ არ აკეთებს. შედარებით, რა დაფასებაზეა ლაპარაკი, მაგრამ მტერი შეიძლება დააფასო, თუმცა მტერთან მოღალატის დაფასება გამორიცხულია“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, გახარია და მისი გუნდი ცდილობს ის „გააშავოს“, თითქოს ოდესმე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი იყო, რაც აბსურდია.

„უფრო ბინძური პოლიტიკური ფიგურაა, ვიდრე თავად „ნაცები“ იმიტომ, რომ „ნაცთან“ მოღალატეა და მათთან კოალიციის შემკვრელი. ერთ-ერთ მათგანს უთქვამს, რომ „კბილი დააჭიროს მდინარაძემ, თორემ გავუხსენებთ რაღაცასო“. რას გამიხსენებთ? თუ მომიგონებთ, თორემ ვერაფერს გამიხსენებენ. ათას რამეს მაბრალებენ. ბოლოს ისიც დამაბრალეს „ნაცი“ იყოო. „ნაცების“ პოლიტპატიმარს და მათთან მებრძოლს, 2003 - შიც კი ხუთიანი არ შემომიხაზია, ჩემი ცხოვრების განმავლობაში ერთხელაც კი არ შემიქია რომელიმე მათგანი, არა თუ მხარდამჭერი თუ მათთან ვიყავი, კარგი სიტყვაც კი არ დამცდენია. და მაბრალებენ, რომ „ეგო ჩვენთან იყოო“ და ამით აპირებენ ჩემს გაშავებას. წარმოუდგენელი ხალხია და გახარიელები, ვიღაცები ამბობენ, რომ უნდა გავუხსენოთ მდინარაძეს რაღაცებიო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.