დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა!
მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.  - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

"ქართული, ეროვნული იდენტობა, რწმენა, კულტურა, ოჯახისა და მშობლების პატივისცემა, ტრადიციული ღირებულებები, მშვიდობა და განვითარება, პროგრესი, ღირსეული ევროპული მომავალი,  ქვეყნის გაერთიანება, ფიზიკური და სულიერი გადარჩენა - ამისთვის იყო დღეს სახლიდან გამოსული ერიც და ბერიც!


დიახ, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!
#მამულიენასარწმუნოება
#ღირსებითევროპისკენ" - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის,  2024 წლის 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მსვლელობა გაიმართა