კახა კალაძის წინააღმდეგ, ხელმოცარული ოპოზიციის მიერ წამოწყებული, მდაბიო და ამავდროულად, მავნებლური, ადვილად გაშიფვრადი და უშედეგო პიარის ერთ-ერთი მიმართულების მოკლე “ანამნეზი”:ჩუმად იყვნენ მაშინ, როდესაც იცოდნენ, რომ წერეთელზე მიმდინარე სამუშაოები მთლად ისე ვერ მიდიოდა, როგორც საჭირო იყო და მერიასაც პრობლემები ჰქონდა კონტრაქტორთან. (მაქსიმუმ ღლიცინებდნენ  ). - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. 

"აყვირდნენ მაშინ, როდესაც პრობლემა მკაცრად გადაიჭრა, გამოსწორდა და მიხვდნენ, რომ პირობაც სრულდება - როგორც იტყვიან, საშვილიშვილო საქმე კეთდება. პირველ შემთხვევაში თებერვალში აპირებდნენ ამბავი აეტეხათ…" - წერს მამუკა მდინარაძე.