„ლელო“, როგორც ასეთი, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი დამატებითი შტო და წარმონაქმნი გახდა, ყველაზე რადიკალური ფრთა. „ნაცზე“ უფრო „ნაცები“, მაგრამ მათი ეს რადიკალიზმი ისევე აალდება, როგორც ღრმა პიარის შედეგად შემოთავაზებული „მუსტანგის“ წინა მხარე, რომელიც დღეს რაღაც ვიდეოთი გახდა ცნობილი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ლელო“ სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს.

„ვერც ამ რადიკალიზმით „გაქაჩავენ“ და ვერც იმას, რისი მიღწევაც სურთ, რადგან არ შეიძლება, „ნაცზე“ უფრო მეტი „ნაცი“ იყო.  გასაგებია, რომ საერთო წარსული, საერთო მიზნები აქვთ, გასაგებია, რომ საერთო მესიჯბოქსი აქვთ, მაგრამ „ნაცებზე“ უფრო რადიკალური ფრთის და სეგმენტის მომხრობა რომ გაქვს მიზნად, ეს იმდენად არარეალისტურია, იმდენად სიძულვილზე, ბოროტებაზე, ტყუილზე და თაღლითობაზეა დამყარებული, რომ მათი პერსპექტივები ამით მცირდება და არა პირიქით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.