მოქალაქეებს როდესაც ართმევენ მთავარ უფლებას, მათ მაგივრად აძლევენ ხმას და პარავენ მომავალს, იქ რევოლუცია, აჯანყებაც და ყველაფერი მისაღებია, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გერმანიის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის მიხედვით, „მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია, ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს“.

„რამეს რევოლუციურს ხედავთ? მოქალაქეებს როდესაც ართმევენ მთავარ უფლებას, თქვენ მაგივრად აძლევენ ხმას და გპარავენ მომავალს, იქ რევოლუციაც, აჯანყებაც და ყველაფერი მისაღებია. საელჩოს კითხეთ, მე ნუ მკითხავთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, ბერლინის კედლის დანგრევის 35 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში გერმანიის საელჩომ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.