"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონს სოციალურ ქსელში ეხმიანება. 

"ისტორიული ღალატის აქტი დოკუმენტურად გაფორმდა. ეს არის რუსული მთავრობის დასასრულის დასაწყისი! ქართველი ხალხი ღალატს არ პატიობს! გამარჯვების ჯერია! ჩვენი გზა ევროპაშია! " - წერს მამუკა ხაზარაძე "ფეისბუკში".

შეგახსენებთ, 84 მომხრე - 4 წინააღმდეგი - პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მიიღო