"ილიას გზა" - კოალიციამ "ძლიერი საქართველო" საარჩევნო გეგმის პრეზენტაცია გამართა.

"ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, პირველი, რასაც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გააკეთებენ, ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოცემული 9 პუნქტის შესრულება იქნება

"20 წლის განმავლობაში 2 ძალა მართავდა ჩვენს ქვეყანას და სწორედ ამის ალტერნატივა შევქმენით - ძლიერი საქართველო. დღეს გვინდა წამოგიდგინოთ ჩვენი ხედვა და გეგმა. ალბათ გახსოვთ, ოცნების დაპირებები, ბოლო 12 წლის განმავლობაში,- 100 ქარხანა, ბენზიინის ფასის შემცირება, მილიარდებით თანხა სოფლის, 5 მილიონი თითოეულ სოფელს მეურნეობაში და სხვა, ეს ყველაფერი შეუსრულებელია - ეს ყველაფერი იყო ტყუილზე იყო აგებული და ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ რეალური გეგმა და ხედვა, რომელსაც ეს გაერთიანება თქვენთან ერთად შეასრულებს. ამ ხედვას - ილიას გზა დავარქვით. დღევანდელი განაცხადი უნდა იყოს ილიას გზა, რომელსაც ყველა ერთად შევუდგებით და ნამდვილად შეუსრულებთ იმ მიზანს და სურვილს, რომელიც მას ჰქონდა. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დროს პირველი, რასაც გავაკეთებ იქნება 9-პუნქტიანი გეგმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის.

უნდა გაიხსნას მოლაპარაკებები, რათა ძალიან მალე გახდეს ქვეყანა ევროპის ოჯახის წევრი. მეორე საკითხი იქნება სამუშაო ადგილები და მესამე, ეს არის ბებია-ბაბუების საკითხი, სახელმწიფომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა განუცხდაოს მათ, რომ არ არიან მიტოვებულები. 1000 ლარიანი პენსია, რასაც ვამბობთ, არის შესაძლებელი და უნდა შევუსრულოთ“,- განაცხადა ხაზარაძემ.