დღეს საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესი თარიღია, 7 აგვისტო - დღე, როდესაც 16 წლის წინ, რუსეთმა მორიგ ჯერზე მთელი სისასტიკით შემოგვიტია, ასობით ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაგვაკარგინა, ათობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია, წაგვართვა ტერიტორიები და დღემდე ღია ჭრილობად გვრჩება. - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. 

"ჩვენ გვახსოვს აგვისტოს სისხლიანი 5 დღე და გვახსოვს მტრის სახე, რომელიც დღეს კიდევ უფრო ახლოსაა! 
არასოდეს დავთმობთ და არასოდეს შევეგუებით რუსული რეჟიმის ბატონობას ამ ქვეყანაში! რუსეთის მსახური მთავრობა საქართველოში მალე დასრულდება!

დიდება გმირებს და დიდება ძლიერ საქართველოს, რომელსაც ყველა ერთად ავაშენებთ!" - წერს მამუკა ხაზარაძე.