ბიძინა და თავისი „ოცნება" პუტინის, „ჰეზბოლასა” და „ჰამასის“ ამარა ტოვებს საქართველოს, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის პირდაპირი დახმარების შეჩერების შესახებ.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილებით, საქართველოს გაუჩერდა შეერთებული შტატების დახმარება 95 მილიონი დოლარის ოდენობით.

ბიძინა და თავისი "ოცნება" პუტინის, “ჰეზბოლასა” და „ჰამასის“ ამარა ტოვებს საქართველოს.

გამოფხიზლების დროა! 26 ოქტომბერი ამათი პოლიტიკური განაჩენის დღეა!“, - წერს ხაზარაძე.