საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან, დევიდ ემტესტამთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და შვედეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან ურთიერთობებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შვედეთის სამეფოს ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.











