"უკრაინულ მხარესთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების საკითხსაც", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინულ მხარესთან შეხვედრა წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა.
"შეხვედრა წინასწარ არ ყოფილა დაგეგმილი. ეს შედგა ამ ფორმატის ფარგლებში უკრაინული მხარის ინიციატივით და რამდენიმე წუთს გასტანა. მოვახერხეთ, რომ იმ მნიშვნელოვან საკითხებს შევხებოდით, რაც არის ორ ქვეყანას შორის.
იყო საუბარი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებზე, მათ შორის ქვეყანაში ელჩების ყოფნაზე. ვნახოთ. საქართველოს ამ ხნის განმავლობაში აქვს მტკიცედ ჩამოყალიბებული პოზიცია და დამოკიდებულება უკრაინასთან, რაც არაერთხელ გამოგვიხატავს საერთაშორისო ფორმატებში, სადაც ეს შესაძლებელია. მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები იყო ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული. რაც შეეხება სანქციების საკითხს, ამაზე საუბარი არ ყოფილა", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.









