საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი იტალიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დინამიკა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები მიმოიხილეს.

საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს  ინტეგრაციის მნიშვნელოვან საკითხებს.

მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და არსებულ გამოწვევებზე.

 საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და უსაფრთხოების გამოწვევებს, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.