ეს არის ერთ-ერთი ის საკითხი, რომელიც საზოგადოებას აწუხებს და სწორედ ამიტომ დგას ეს საკითხი დღის წესრიგში, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

„ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ განვიხილოთ პარლამენტში, შესაბამისად იმოქმედოს პარლამენტმა და მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრს და პოზიციებს მოემსახურება“, - განაცხადა დეპუტატმა.

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხელმოწერების ნამდვილობის საკითხს 10 აპრილს ჩანიშნულ სხდომაზე განიხილავს. ასევე, მოამზადებს საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შექმნისთვის დადგენილების პროექტს.