პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებზე, ევროპულ ინტეგრაციაზე, რაც მნიშვნელოვანი საკითხია, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერის ირლანდიაში ვიზიტზე საუბრისას.
მისივე თქმით, სწორედ ეს იყო ინტერესის საკითხი ირლანდიის ინსტიტუტის მხრიდან.
„კარგი შესაძლებლობა იყო სწორედ აქ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრის წინ სწორედ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებზე გვქონოდა შესაძლებლობა გვესაუბრა ირლანდიაში“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 11-12 ნოემბერს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების(EPC) მე-9 სამიტში იღებს მონაწილეობას, რომელიც დუბლინში იმართება.









