ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრან-მონტანაში ახალი წლის ღამეს მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
„ჩემს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები და ყველას, ვინც დაზარალდა. ჩვენი ფიქრები და სოლიდარობა შვეიცარიელ ხალხთანაა“, - აღნიშნა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.








