ტელეწამყვან ვახო ხუზმიაშვილსა და ნაცმოძრაობის ყოფილ წევრს, მაია ორჯონიკიძეს შორის გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" მწვავე დისკუსია გაიმართა.
როგორც მაია ორჯონიკიძემ განაცხადა, ჟურნალისტი თავს უფლებას არ უნდა აძლევდეს რესპონდენტს მსგავსი ტონით ელაპარაკოს, მით უმეტეს მაია ნადირაძეს, რომელიც მისი თქმით, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ფიგურაა საქართველოს უახლეს ისტორიაში.
მაია ორჯონიკიძე: აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის შენი საქციელი, ქალბატონ მაია ნადირაძესთან მიმართებაში.
ვახო ხუზმიაშვილი: ახლა თქვენ გადაწყვიტეთ ჩემი მეცადინეობა?
მაია ორჯონიკიძე: თქვენ, როგორც ჟურნალისტს...
ვახო ხუზმიაშვილი: ჟურნალისტი რომ ვარ ამიტომ, ვინმეს აქვს უფლება შეურაცხყოფები მომაყენოს? ახალი სტილი გაქვთ ქალბატონო მაია დღეს ყველას არჩეული?
მაია ორჯონიკიძე: მაია ნადირაძეს თქვენთვის შეურაცხყოფა არ მოუყენებია.
ვახო ხუზმიაშვილი: რასაც ქალბატონი მაია ამბობდა, ყველაფერი ჩამოგითვალოთ? თქვენ არაერთხელ ყოფილხართ ჩემი გადაცემის სტუმარი და ოდესმე შეურაცხყოფა მიმიყენებია?
მაია ორჯონიკიძე: ჩემს მიმართ არა. მე ნამდვილად არ ვიცოდი მაია თუ იქნებოდა ჩართვაში. გამიხარდა, მაგრამ სრული მოულოდნელობა იყო ჩემთვის შენგან ასეთი ტონი. რატომ მოიწვიეთ? დემონსტრაციულად გინდოდათ...
ვახო ხუზმიაშვილი: დემონსტრაციულად მოვიყვანე კონკრეტულ თემაზე და გადმოვიდა იმისთვის, რომ აქ მამეცადინოს.
მაია ორჯონიკიძე: ბოლოს და ბოლოს ქალია. თუ მიუღებელია თქვენთვის, მაშინ რატომ იწვევთ?
ვახო ხუზმიაშვილი: დროს ვკარგავთ. იმაზე ვისაუბროთ, რაზედაც მოგიწვიეთ. თქვენი აზრით რა ხდება დღეს "ნაციონალურ მოძრაობაში"?
მაია ორჯონიკიძე:"ნაციონალურ მოძრაობამდე" უფრო მთავარი, რაც არის ჩემთვის, ეს არის საკუთარ სინდისთან ვიყო მართალი და ჟურნალისტი, რომელიც თავს უფლებას აძლევს ასე ელაპარაკოს ნებისმიერ რესპონდენტს, მით უმეტეს მაია ნადირაძეს, რომელიც ჩემთვის არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ფიგურა საქართველოს უახლეს ისტორიაში, ახლა ვითომც არაფერი ვერ გავაგრძელებ ამ საუბარს და როგორც შენ გაუწყვიტე მაია ნადირაძეს ეთერში ...
ვახო ხუზმიაშვილი: კარგად ბრძანდებოდეთ ქალბატონო მაია.
ცნობისათვის, ტელე წამყვანმა, ვახო ხუზმიაშვილმა ნაცმოძრაობის ყოფილ წევრს, მაია ნადირაძეს, განუცხადა: "ქალბატონო მაია სულ არ შეცვლილხართ, 2007 წელს, რომ ვისმენდი თქვენს ცინიკურ განცხადებებს, მეგონა აქამდე გადაფასებას შეძლებდით".