პირდაპირ ჩადიან, კიბეებთან დგანან და მიტინგს მიმართავენ. ეს თუ თანამშრომლობის ფორმად მიგაჩნიათ, მე ასეთი არც თანამშრომლობა მესმის - ამის შესახებ განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე „მოამბის“ პროდიუსერმა მაია ჭუჭულაშვილმა.

„შვიდ წელიწად-ნახევარი ადამიანები დუმდნენ და ახლა, უცებ, რადგან აქცია მოგვადგა კარს, გადაწყვიტეს პროტესტის დაფიქსირება, ოღონდ ჩვენთან კი არა, მე კი არ მეუბნებიან - იქნებ, ვიღებ შენიშვნას; პირდაპირ ჩადიან, კიბეებთან დგანან და მიტინგს მიმართავენ, ეს თუ თანამშრომლობის ფორმად მიგაჩნიათ, მე ასეთი არც თანამშრომლობა მესმის, არც ადამიანობა“ - განაცხადა „მოამბის“ პროდიუსერმა მაია ჭუჭულაშვილმა.