მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან და გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ, როგორც შემდგარმა სახელმწიფომ გაამკაცროს კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს გარე ჩარევებისგან ქვეყნის დაცვას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.

„ეს პირველ რიგში დაკავშირებულია ეროვნულ ინტერესებთან და ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებასთან“, - დასძინა უმრავლესობის დეპუტატმა.

„ქართული ოცნება“ დააინიცირებს კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული „ფარას“ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი.