არ აგერიოთ, რა რეალობაში ხართ, რა დროში ხართ. დღეს ქვეყანა არ არის იმ ფორმაში, ან ეს პარლამენტი, ან რომელიმე დეპუტატი, ამ ფარჩაკი ვაშაძის ასაყირავებლები და ცეცხლწასაკიდებლები რომ გავხდებით, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციის წარმომადგენლებს და ოპოზიციას მოუწოდა, „გაასწორონ ფოკუსი“ ქართველი ხალხისა და ამ ქვეყნის საზოგადოების სასარგებლოდ.
„თერთმეტი წელია აი, იმ წყლის ჭავლით ვრეცხავთ რუსთაველის გამზირს, რომელიც თქვენ ქართველი ხალხის სისხლით გქონდათ მთელი 9 წელი მორწყული. არ უნდა გაგიკვირდეთ, რატომ გეძახით პოლიტიკურ ტურებს! საზოგადოებას მივმართავ, ჩვენს ხალხს მივმართავ, ასეთი ცრუპენტელები, ასეთი „დემოკრატები“ ხართ თქვენ! მე ვარ ამაყი, რომ ვარ იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომლის პოლიციაც იცავს საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყანას და არა ისე, თქვენ რა დღეშიც აგდებდით.
საკუთარ პოლიციას ცეცხლს რომ უკიდებთ, ეს არის თქვენი სახე? თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც ოკუპანტებს შარვალჩახდილი უკანალს აჩვენებდა და ჩვენს პოლიციას ცოცხლად დაწვას უპირებდა. არ გაგივათ! კიდევ ერთხელ გეუბნებით, გაასწორეთ ფოკუსები საქართველოს ინტერესებისა და ქართველი ხალხის სასარგებლოდ! ვიცი, რომ თქვენ ამას ვერ შეძლებთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ, არც ჩვენი ქვეყნის, არც ჩვენი ხალხის და რა თქმა უნდა, არც ჩვენი ღირსეული, ამაყი და ვაჟკაცი პოლიციელების შეურაცხყოფას და მათი ინტერესების დაზიანებას.
ადამიანები შინაგან საქმეთა დღევანდელ მინისტრს იბარებენ ინტერპელაციის წესით და ეკითხებიან, მომიტინგეების უფლებები ხომ არ დაარღვიეთ, პოლიციამ ძალაუფლებას ხომ არ გადაამეტა - ის ხალხი ეკითხება, ვინც გვამები შემოდო ჯიხურების თავზე, ვინც მიზანმიმართულად დევნიდა და არბევდა მშვიდობიან მომიტინგეებს.
არ აგერიოთ, რა რეალობაში ხართ, რა დროში ხართ და დღეს ქვეყანა არ არის იმ ფორმაში, ამ ფარჩაკი ვაშაძის ასაყირავებლები რომ გავხდებით და ცეცხლწასაკიდებლები რომ გავხდებით, ან ეს პარლამენტი, ან რომელიმე დეპუტატი. სწორედ განსაზღვრეთ, რა ვითარებაა, რა რეალობაში ხართ, არაფერი შეგეშალოთ! პასუხს მიიღებთ ყველა, რა თქმა უნდა, სამართლიანად ისე, როგორც აკეთებს ამას პოლიცია და პირადად შს მინისტრი“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.