იმედი მაქვს მალე ტვ პირველი გუბაზიჩს, გუბაზის ბიჭს, მილიონეროვიჩს და პოსტივის ქარდებს არ გამოაცხობს თავის ფეიჯზე. 🙃 არაუშავს, იმუნიტეტი გამომუშავებული მაქვს. თუმცა ეგ მირჩევნია იმას დღეს რასაც კერავთ.
ქოცებსაც კი არ უკადრიათ ის რაც თქვენ დღეს მაკადრეთ - სიმხდალე და გაქცევა. - ამის შესახებ "ნაცმოძრაობის" ლიდერი ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში წერსს.
არაფერი მაქვს თქვენთან სამტკიცებელი, ბევრი ადამიანია მოწმე რამდენჯერ სად ვიყავი და ვისთან ერთად ვიყავი.
დამატებით დეტალები შსს-ს ეცოდინება, ოხრად კამერებია და ისეთი მონდომებულები ხართ ჩემი ლოკაციების დასადგენად აუცილებლად მოგაწვდიან.
რატომ არ იყო კოორდინაცია, რატომ წარიმართა მოვლენები ისე როგორც წარიმართა, ეს აუცილებლად გაირკვევა და ბევრ დეტალს მოეფინება ნათელი.
თავად ორგანიზატორები, მათი ოჯახის წევრები საუბრობენ გეგმის არევაზე, ღალატზე, გადაგდებაზე. ყველაფერი უნდა გაირკვეს, სხვანაირად არ გამოვა.
უბრალოდ მე მომადგე და ბრალი დამდო ადამიანების გაყიდვაში, მიტოვებაში არის წარმოუდგენელი ამბავი.
ცხოვრებაში კაცი არ გამიყიდია, ჩემი კიარა სხვისი პარტიის ლიდერების დაჭერის დროს მივსულვარ, საუბარი ზედმეტია მეგობრებზე.
და არც არავის ვემიჯნები, ამ ხალხმა აჩვენა მაგალითი, ყველა ივანიშვილის ტყვეობაშია.
დანარჩენი რა როგორ წარიმართა, რა იყო საწყისი გეგმა, ვინ არიან ის გავლენიანი ადამიანები ვინც დააღალატა იმედი მაქვს, რომ მალე გავიგებთ.' - წერს ლევან სანიკიძე.