"პირველი, რა შეკითხვაც მაქვს, სად ურევს რამეს "ნაციონალური მოძრაობა"? პირველი, თუ ვინმე არის ამრევი, მათ შორის, სანქცირებული "ხარებას" ზონდერ-ჯგუფებით რომ აპირებენ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, მე მგონი, ამ ქვეყანაში თუ ვინმე რამეს ურევს, ეს არის, პირველ რიგში, "ქართული ოცნება". მეორე: ამ ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანა მოხდება, თუკი ევროკავშირისა და დასავლეთის ქვეყნების ნაწილი გახდება. - ასე უპასუხა პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ.
მხოლოდ ეს შეიძლება იყოს მშვიდობის გარანტი. შეუძლებელია, ოკუპანტი, ანუ რუსეთი იყოს მშვიდობის გარანტი, რასაც ბიძინა ივანიშვილი მთელ საქართველოს უპირებს. ამ ვითარებაში მათი მხრიდან ნებისმიერი გზავნილი მშვიდობასთან დაკავშირებით, მათ შორის, სუვერენიტეტის დაცვასთან დაკავშირებით არის მათ მიერ გადადგმული ნაბიჯების საპირისპირო, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არავის არ უნდა ომი, არავის არ უნდა ურთიერთდაპირისპირება და შუღლის გაღვივება გარდა ერთი პოლიტიკური პარტიისა, რომელსაც "ქართული ოცნება' ჰქვია", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: უცხოეთიდან ზურგგამაგრებული კოლექტიური "ნაცმოძრაობა" დღესაც არეულობის საშუალებით ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას და შემდეგ ქვეყნის ომსა და ქაოსში გახვევას - ეს უნდა დასრულდეს