ჯო უილსონს სერიოზულად ამერიკაშიც არ აღიქვამენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ჯო უილსონს კონკრეტული ფინანსური პოლიტიკური ინტერესები აქვს, რომელიც პირდაპირ მიბმულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
„ჯო უილსონს სერიოზულად ამერიკაშიც არ აღიქვამენ. ამ ადამიანის ინტერესები ვნახეთ. მას კონკრეტული ფინანსური პოლიტიკური ინტერესები აქვს, რომელიც პირდაპირ მიბმულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ამიტომ გასაგებია, მისგან ეს ჭორაობა და ამ ტიპის უსაფუძვლო ბრალდებები რატომ ისმის. ჯო უილსონს ურჩევნია, მისი ქვეყნის პოლიტიკას შეხედოს, რა პოლიტიკას აწარმოებს. ეს ადამიანი საქართველოს იმ თემებზე აბამს, რაც ნეგატიურად და მტკივნეულად აღქმულია საკუთარ ქვეყანაში. ამით საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვის დაზიანებას ცდილობს, მათ შორის იმ ძალიან პოზიტიური შეხვედრების დინამიკის და ურთიერთობების, რაც იყო ბოლო პერიოდის განმავლობაში, მათ შორის ჩემი კოლეგების ამერიკაში ვიზიტის დროს. ამითაა ნაკარნახევი მთელი ეს პროცესი“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
შეგახსენებთ: ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონი სოციალურ ქსელში დაწერა: „ანტიამერიკულ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ ძალიან ეშინია, რომ ამერიკელები გაიგებენ, რომ ისინი ირანის რეჟიმთან თანამშრომლობენ, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, რომ გააჩუმონ ექსპერტები, რომლებიც ამ ფაქტს აღნიშნავენ. ირანის დასამარცხებლად „ქართული ოცნება“ დაამარცხეთ“.








