"იმისათვის, რომ აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლო გადაწყვეტილება ეფექტიანი იყოს და რეალური შედეგი გამოიღოს, არ მოხდეს ისე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღმა პოლიტიკურმა პარტიებმა სხვა სახელებით, სხვა ფერებით და სხვა შეფუთვებით მაინც მოახერხონ პოლიტიკურ სივრცეში დარჩენა, ამისთვის აუცილებელია კონკრეტული გადაწყვეტილებები ოპერატიულ დონეზე. პარლამენტის ინიციატივაც სწორედ ამას ემსახურება." – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

"ჩვენი მიზანია პოლიტიკური სივრცის გაჯანსაღება, რათა ვისაც ქვეყნისთვის კარგი საქმის კეთების სურვილი აქვთ, მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა პოლიტიკურ სივრცეში ფუნქციონირების. დამნაშავეების ადგილი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ არის. ეს გადაწყვეტილებები ემსახურება არა ვინმეს დევნას, არამედ იმას, რომ დამნაშავე ძალები წარმოდგენილი არ იყვნენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.