“ნაციონალური მოძრაობა"არის მთავარი ძალა რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ სწორედ ამ ხალხთან, ქართველ პატრიოტებთან ერთად დავამარცხებთ რუსულ რეჟიმს საქართველოში” - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ბათუმში.
“ბათუმში ვხვდებით მოსახლეობას, მნიშვნელოვანია "ნაციონალური მოძრაობისთვის" ინფრასტრუქტურის გაძლიერება. 160 სოფელში ,ქალაქში,მუნიციპალიტეტში ვაპირებთ ზაფხულში შეხვედრებს და მნიშვნელოვანია რუსი ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, ცხადია ხალხთან ერთად ."ნაციონალური მოძრაობა"არის მთავარი ძალა რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ მისი კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ და მე დარწმუნებული ვარ სწორედ ამ ხალხთან ერთად,ქართველ პატრიოტებთან ერთად დავამარცხებთ რუსულ რეჟიმს საქართველოში” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.