„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრას ესწრებიან პარტიის ლიდერები, პარლამენტის წევრები, რეგიონულ ლიდერები, პარლამენტის ფრაქციის აპარატის თანამშრომლები და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, ეუთო ოდირის ვარშავის ოფისთან თანამშრომლობით, ისინი პარტიის ეთიკის კოდექსს შეიმუშავებენ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, ყველა უნდა მიეჩვიოს საკუთარი პარტიიდან გადაწყვეტილებების მიღებას დემოკრატიულად, საჯარო დიდი დისკუსიით
„ნაციონალური მოძრაობისთვის“ შიდაპარტიული დემოკრატია არის უმნიშვნელოვანესი, ამიტომ ეუთო/ოდირთან ფრაქცია მუშაობდა კონკრეტული დოკუმენტაციის შემუშავებისთვის, რომელიც წაადგება პირველ რიგში „ნაციონალურ მოძრაობას“ შიდაპარტიული დემოკრატიისთვის. ეს უნდა იყოს იმპულსი და გადამდები სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის, რადგან შიდა დემოკრატია მნიშვნელოვანია როგორც პარტიის შიგნით, ისე ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა უნდა მიეჩვიოს საკუთარი პარტიიდან გადაწყვეტილებების მიღებას დემოკრატიულად, საჯარო დიდი დისკუსიით. თქვენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარეც, სწორედ, ამ ფორმით შეირჩა, ძალიან მაღალი ჩართულობით, ისეთი დიდი ჩართულობით, როგორიც არ ახსოვს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის არცერთ პოლიტიკურ პარტიას. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ნამდვილად პირველი, ვის შიდაპარტიულ არჩევნებშიც ამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ასევე მნიშვნელოვანია და ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს, 2024 წლის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისია იყოს ჩვენს ქვეყანაში არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ გრძელვადიანად, რადგან ვიცით, არჩევნები არ მთავრდება მხოლოდ არჩევნების დღეს და ეს არის დიდი პროცესი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, ეთიკის კოდექსზე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს მუშაობა, ეს არ არის არც ერთდღიანი და არც ერთთვიანი პროცესი.
„ჩვენი პარტნიორები გვეხამრებიან კონკრეტული დოკუმენტაციის შექმნაში, რომელიც იქნება სახელმძღვანელო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისთვისა და ლიდერებისთვისაც, ამიტომ მნიშვნელოვანი პროცესია“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.