„დედაქალაქს, პუტინისტი და რუსეთუმე მერი ჰყავს! ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე განაცხადა, რომ თუ არ მოგვცემენ, პრობლემას ვერ ხედავს ..." ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"საქართველოში დაბადებული კაცი, იმ საქართველოში, რომლის 20 % ოკუპირებული აქვს რუსეთს, უკრაინაში "ფეხადგმული", რომელსაც სასტიკად უსწორდება მკვლელი პუტინი და მაინც რუსეთუმე, მაინც პუტინისტი ... ასე იცის კორუფციამ და მომხვეჭელობამ ...
მკვლელი შადრევანით, ყველაფერში "ფულაობით" , ზონდერების ხელმძღვანელობით ცნობილი მერი ...
უნდა დავასრულოთ შურისმაძიებელი, პუტინისტები და ხელიხელ ჩაკიდებულებმა, გავუფრთხილდეთ და ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა.“ - წერს ლევან ხაბეიშვილი "ფეიბუკში".