მიხეილ სააკაშვილზე ევროპელი კოლეგების წარმოდგენები უკავშირდება მის პოლიტიკურ საქმიანობას, 2003 წლიდან 2008 წლამდე, ფაქტობრივად, ჭაობზე შექმნა სახელმწიფო, ის არის მთავარი რეფორმატორი რეგიონში და ამას აფასებს ცივილიზებული სამყარო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა მედიასთან განაცხადა და აღნიშნა, რომ სააკაშვილს ცივილიზებულ სამყაროში აუცილებლად ეყოლება მოკავშირეები.
„თქვენს ადგილზე, დავინტერესდებოდი, რვა თეთრად რატომ იღებს ელექტროენერგიას ბიძინა ივანიშვილი და თქვენ, ჟურნალისტები, ოპერატორები რატომ იხდით 16 ან 22 თეთრს. ეს არის ჩემი პასუხი ბოდვებზე. მიხეილ სააკაშვილზე ჩვენი ევროპელი კოლეგების წარმოდგენები უკავშირდება მის პოლიტიკურ საქმიანობას, რომ 2003 წლიდან 2008 წლამდე მან ფაქტობრივად შექმნა ჭაობზე სახელმწიფო, ის არის მთავარი რეფორმატორი რეგიონში და ამას აფასებს ცივილიზებული სამყარო. შესაბამისად, ასევე სააკაშვილი არის პირველი, ვინც პუტინის ტერორისტულ რეჟიმს გაუწია წინააღმდეგობა და შევინარჩუნეთ სახელმწიფო, ცხადია ჩვენი გმირი ბიჭების დამსახურებით. პრეზიდენტ სააკაშვილს ცივილიზებულ სამყაროში აუცილებლად ეყოლება მოკავშირენი. თუ ვინმეს არასდროს ეყოლება მოკავშირეები, თუ ვინმეს ფული აქვს და მოკავშირეების ყიდვა, ლობისტების დაქირავება შეუძლია, არის ბიძინა ივანიშვილი. იმაზე მეტი ფული აქვს, ვიდრე ვინმეს დაესიზმრება. ერთად რომ არიოთ ყველა გვარი – ხაბეიშვილები, ალასიანები, სააკაშვილები, ყველა გვარი რომ არიო, იმაზე 100-ჯერ მეტი ფული აქვს ივანიშვილს. ცოტა ანეკდოტია, როცა ვინმეს დაქირავებაზე ლაპარაკობენ. რატომ ვერ ქირაობს ივანიშვილი? რატომ ვერ პოულობს მოკავშირეს? აა, იმიტომ, რომ პუტინისტი რუსია? ყველამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინისტი რუსია“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.