იმდენად უსუსურია რეჟიმი, რომ „მადლობა ღარიბაშვილიც“ კი „ეტლიკინება“ ბიძინას - ხვდებით, როგორი სუსტია ფაქტობრივი მმართველი?!, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ნუ გააუფასურებთ ღარიბაშვილის „შეტლიკინებას“ და მათ შიგნით რღვევა-დაპირისპირებას…
რეალურად, ასეთი ყანყალი, „ჯაყჯაყი“ და პატარა წამოყვირებები უნდა „წავახალისოთ“.
მიკვირს, რომ გეცოტავათ ბიძინას „შვილობილის“ განცხადება. რეალურად, ივანიშვილზე იშვერს ხელს, რომ მეშინია, ოჯახი არ გამინადგუროსო…
ამხილა, საქმეები როგორ ლაგდება - სასამართლოში კი არა, არამედ წერილობით, შემოთვლებით, ყაჩაღურად ხდება და სასამართლო, პროკურატურა შირმაა, არ არსებობსო…
„ამოდენა შეტლიკინებას“ ნუ დაუკარგავთ.
რაც მეტი ამოთქვამს, ამხელს - იქნებ, ჩვენც ვმობილიზდეთ… ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?
ნუ ვიგონებთ ბიძინას უძლეველობას! ეგ მითი მშიშარა პოლიტიკოსებმა შექმნეს, რომ თავიანთი უძლურება გადაფარონ.
სუსტია და თან როგორი სუსტი….”, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.







