როდესაც ბრძოლის ველზე მთავარი ოპოზიციური პარტიაა, დაქსაქსვის, გათითოკაცების დრო არ არის, ეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის მიერ პარტიის დატოვებას გამოეხმაურა.

„ხატიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ძალიანაც შეიძლება არ მოგვწონდეს და არ გვინდოდეს, რომ ბრძოლის ველზე როცა არის მთავარი ოპოზიციური პარტია, ამ დროს არ უნდა იღებდეს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსი ამ გადაწყვეტილებას. მიუხედავად ამისა, ეს მისი საქმეა და მე გეტყვით, რომ ჩემი საქმეა ხალხთან ურთიერთობა, ხალხთან შეხვედრები და ის, რომ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ გავერთიანდეთ ყველა. ახლა დაქსაქსვის, გათითოკაცების დრო არ არის და ყველა, ვინც უწყობს ხელს, რომ თითქოს რყევაა ოპოზიციურ ველზე ან თუნდაც აჩვენებს რაიმე პრობლემებს, ეს არ არის კარგი, ეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.