„დღეს ჩვენ ვნახეთ ევროპელები როგორ გულშემატკივრობენ ქართველ ხალხს და მეორე მხრივ ვნახეთ პუტინის რუსეთის კარის წარმომადგენელი ირაკლი ღარიბაშვილი. ჩვენი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ რუსული ხელისუფლების ჩამოშორება იმისთვის, რომ საქართველომ გააგრძელოს ევროპისკენ სვლა.“ -ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა
„ახლა რაც შეეხება დღევანდელ რუსი ღარიბაშვილის ნამოქმედარს, რაც უმძიმესი საყურებელი იყო ასევე საქართველოს მოქალაქისთვის. ჩვენ ვნახეთ ევროპელი ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად გულწრფელად გულშემატკივრობს საქართველოს, ქართველ ხალხს, ჩვენი ქვეყნის მომავალს და მეორეს მხრივ ვნახეთ პუტინის წარმომადგენელი, ბიძინას თანაშემწე -ღარიბაშვილი, რომელიც ახმოვანებდა რუსულ მესიჯს ბორელთან ფაქტობრივად დაპირისპირების რეჟიმში იმყოფებოდა.
ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან აბსოლუტურად ღია გზავნილი, რომ ევროპული ოჯახის კარები ღიაა, თუმცა ღარიბაშვილის ტალახიან, ვგულისხმობ იმას, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი როცა პოლიტიკურ ტყვეობაშია ევროპაში არავინ არ გველოდება. იმ პირობებში, როცა მურუსიძის სასამართლოა, ჩვენ ევროკავშირში არავინ არ გველოდება, ამასობაში ღარიბაშვილი ამბობდა, რომ თავისუფალი სასამართლო გვაქვს, ბორელი ამბობდა, რომ რუსული ფრენები ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის, ღარიბაშვილი ამბობდა, რომ პირიქით, ფანტასტიკურია ჩვენ წინ მივდივართ.
ბორელის განცხადებების შინაარსი იყო, რომ ცუდია, როცა საქართველო ევროკავშირში იღვწის და პარალელურად რუსულ კანონს იღებს, ღარიბაშვილი ამბობს, რომ ჩვენ ნამდვილი დემოკრატები ვართ. ბორელი ამბობდა, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული, ღარიბაშვილი ამბობს, რომ რა ვქნათ, ოპოზიციის ბრალია, თურმე ჩვენი ბრალია, როცა საპენსიო რეფორმაზე ველაპარაკებით ხალხს, პაპუასებს, „რუსული ოცნება“ მოგვიგზავნის და ქვებით მოგვდევენ, თურმე ეს ევროპული სტანდარტია ღარიბაშვილის გაგებით, ან თურმე ბუკლეტს თუ დავარიგებთ ჩოხატაურში, სადაც არ გვინდა, რომ ნოდარ დუმბაძის სკვერი გაიყიდოს, თავს უნდა დაგვესხას თურმე ჩიგოგიძის ზონდერ ბრიგადები, რომლებსაც მერე რამდენიმე ათას ლარად თავისუფლებას აჩვენებენ. ასე უყურებს დემოკრატიას ღარიბაშვილი, ბორელი კი ამბობს, რომ თავისუფალი უნდა იყოს გარემო, პოლიტიკური დევნილები არ უნდა იყვნენ და პოლიტიკური ნიშნით ადამიანები, მათ შორის მთავარი ოპონენტი, რომლისაც ეშინია რუს ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს ტყვეობაში არ უნდა გვყავდეს, თავისუფალი უნდა იყოს სასამართლო, პროკურატურაც, მეტიც, არჩევნებისთვის უნდა მოემზადოთ და ეს უნდა იყოს თავისუფალი არჩევნები, ღარიბაშვილი ამბობს, რომ არაფერი ცვლილი არ გვაქვს, ყველაფერი კარგად არის, ამიტომ როცა ვსაუბრობთ რეკომენდაციებზე 12-დან 9 რომ შეუსრულებელია და მხოლოდ სამი რომ შეასრულა რუსულმა პარტიამ, არ დაგვავიწყდეს, რომ ეს არ არის ე.წ „პწიჩკების“ გაკეთება, რასაც ღარიბაშვილი და რუსული პარტია სთავაზობს საზოგადოებას, ეს არის შინაარსობრივად დემოკრატიული საქართველო, რაც ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური ტყვეები არ უნდა იყოს, მურუსიძე არ უნდა იყოს სასამართლოში, ოლიგარქი ივანიშვილის ხელში არ უნდა იყოს ძალაუფლება, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ უნდა ხელმძღვანელობდეს სუს-ი, ლილუაშვილი და ზოგადად, ყველამ კარგად უნდა გაიგოს, როდესაც ოლიგარქიაზე ვსაუბრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი თანაშემწე არის პრემიერ მინისტრი, მისი დაცვის უფროსი არის შს მინისტრი, მისი მეორე დაცვის თანამშრომელი არის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, თავდაცვის უფროსი მისი ბანკის პლასტიკური ბარათების დამზადებულია ბატონი ჯუანშერ ბურჭულაძე, მათვე უწერიათ ეს ყველაფერი, მათსავე CV-ში, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ასევე მისი ბანკის თანამშრომელი არ უნდა იყოს, ეს ხალხი უნდა იყოს არჩეულები და დღეს ჩვენ ვნახეთ ევროპელები როგორ გულშემატკივრობენ ქართველ ხალხს და მეორე მხრივ ვნახეთ პუტინის რუსეთის კარის წარმომადგენელი ირაკლი ღარიბაშვილი.
ჩვენი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ რუსული ხელისუფლების ჩამოშორება იმისთვის, რომ საქართველომ გააგრძელოს ევროპისკენ სვლა.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.