ნონა გაფრინდაშვილმა გაგვახსენა საშინელი სიმართლე 2003-2012წლების ნაცისტურ რეჟიმზე, მასობრივ წამებაზე, მკვლელობებზე, ქართულ ჰოლოკოსტზე, - წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი, ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, ახსოვს ხალხს ყველაფერი, მაგრამ დროდადრო სჭირდება შეხსენება ისეთი მორალური ავტორიტეტებისგან როგორიც არის ნონა გაფრინდაშვილი. მანვე აღნიშნა, რომ ქართული ჰოლოკოსტის უარყოფა და ნაცისტების იდეოლოგიის საჯაროდ მხარდაჭერა უნდა ისჯებოდეს კანონით.
"ნონა გაფრინდაშვილმა გაგვახსენა საშინელი სიმართლე 2003-2012წლების ნაცისტურ რეჟიმზე, მასობრივ წამებაზე, მკვლელობებზე. ქართულ ჰოლოკოსტზე. ჩვენ ეს ყველაფერი ისედაც ვიცით, მაგრამ არ გვინდა ხოლმე გახსენება იმ საშინელების. ახლა იმ რეჟიმის ნარჩენები პუტჩის მოწყობას და რევანშს რომ ცდილობენ, თან მოთქვამენ ხელს ნუ გვიშლის პოლიცია პუტჩის მოწყობაშიო. ძალადობაა ჩვენთვის ხელის შეშლა და სახელმწიფოს დაცვაო.
სააკაშვილის რეჟიმზე ერთი შეშფოთება, საყვედური თუ გახსოვთ იმ წლებში ევრობიუროკრატიისგან, როცა დღისით მზისით ხალხს ქუჩაში ხვრეტდნენ და გვამებს მაღაზიების სახურავებზე აწყობდნენ? მე არ მახსოვს. პირიქით, ყოველნაირად ცდილობენ იგივე რეჟიმი დააბრუნონ რომ ხალხი ტერორში ჰყავდეს და "ქართული ტე-ც-ეკა" ძალით ერეკებოდეს ყველას ფრონტის ხაზზე.
დღეს ალქაიდას ლიდერი, სირიელი ისლამისტი ტერორისტი ჰყავთ დემოკრატიის შუქურად. მაშინ სააკაშვილი ჰყავდათ. ქართველმა ხალხმა კარგად იცის ეს ყველაფერი, მაგიტომ ჩავარდა პუტჩი, მაგიტომ არის პუტჩისტების აქციები მცირერიცხოვანი. ახსოვს ხალხს ყველაფერი, მაგრამ დროდადრო სჭირდება შეხსენება ისეთი მორალური ავტორიტეტებისგან როგორიც არის ნონა გაფრინდაშვილი.
ებრაელებმა მიაღწიეს იმას, რომ ჰოლოკოსტის უარყოფა არის კრიმინალიზირებული და ისჯება კანონით. ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ. ქართული ჰოლოკოსტის უარყოფა და ნაცისტების იდეოლოგიის საჯაროდ მხარდაჭერა უნდა ისჯებოდეს კანონით. მაშინ ვერანაირი ლაშა ბუღაძეები და დოიაშვილები ვეღარ გაბედავენ საჯაროდ ქართული ჰოლოკოსტის უარყოფას", - წერს ლევან ჭოტორლიშვილი.