ლევან ბერძენიშვილის სახლთან 15-20-მდე ნიღბიანი პირი იყო მობილიზებული.
ლევან ბერძენიშვილის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, რადგან მათ კარგად იციან მისი გადაადგილების გრაფიკი და მარშრუტი.
"როგორც მე შემატყობინეს მოსულა 15-20 კაცი, ათლეტური აღნაგობის შესაბამისი აღჭურვილობით ჯვრიანი ქუდებით, პირბადეებით და ა.შ. კითხვაზე: რაზე არიან მოსულები, ძირითადად იგინებოდნენ... აშკარად იყო მარბიელთა აქცია, რომლებიც მელოდებოდნენ,მათ მშვენივრად იციან ჩემი გადაადგილება, უკვე მერამდენე შემთხვევაა.
მე არ ვიცი, როდის ვამთავრებ ლექციებს და მაგათ იციან ზეპირად. მე, რომ დროულად მოვსულიყავი ისინი აქ დამხვდებოდნენ. მე უბრალოდ გამაფრთხილეს და გზაში შევჩერდი. ამასობაში ვინაიდან არ მიდიოდნენ აქ იდგნენ, ამიტომ ჩემმა ქალიშვილმა გამოიძახა პატრული. პატრული გამოჩნდა თუ არა ისინი გაქრნენ. მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. ამას ვუკავშირებ, წინა დღეებში გაირკვა, რომ თურმე შეურაცხყოფა მიმიყენებია ხევსურებისთვის.
მე ვცხოვრობ ისე, რომ ხან კახელებს ვაყენებ შეურაცხყოფას ხან ხევსურებს და მე მიმიყენებია შეურაცხყოფა 2013 წელს. ახლა არის 2023 წელი. 2014 წელს ჩაიწერა ის მასალა, რომელიც დიდი ხანია ძალიან ცნობილია, რომელიც ასევე ნათარგმნია ინგლისურად და ფრანგულად და ჯერჯერობით პრეტენზია არავის არ ჰქონია. და საერთოდ ბევრ დანაშაულს აქვს ხანდაზმულობის ვადა და ჩემს არა თურმე, ანუ მე 2014 წელს რას ვიტყვი, 1943-ში რას ვიტყვი, ამაზე ვიღაცამ პასუხი უნდა მომთხოვოს. თუკი ვინმემ, ამ ხალხიდან წერა-კითხვის მცოდნე არის და წაიკითხავს ალუდა ქეთელაურს, ყველას პრეტენზია ექნება ვაჟა-ფშაველასთან და არა ჩემთან, იმიტომ, რომ მე არ მინახავს ალუდას სიზმარი, ალუდამ ნახა კანიბალისტური ხასიათის სიზმარი...
ჯერჯერობით ფიზიკურად არავინ არ შემხებია, რამდენიმე მოქალაქემ მოახერხა და შეურაცხყოფა მომაყენა ქუჩაში, ნუ ეს ღმერთ ხელი მოუმართოს ყველას, ვისაც ა უნდა ის თქვა, მაგრამ ორგანიზებული ჯგუფი რომ მოდის და მკლავებზე იყურებიან, მუსკულებზე, ასეთი მხოლოდ მესამეა" - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა ტვ "მთავარ არხთან."