"ნებისმიერი ძალადობა, ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური, განსხვავებული აზრის თუ საქმიანობის გამო, არის მიუღებელი!" - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლევან არველაძე აცხადებს. 

„შსს-მ ყველა ძალადობრივ ფაქტზე მყისიერად დაიწყო გამოძიება და დარწმუნებული ვარ, მალე ექნება შესაბამისი რეაგიარება. ასეთი ფაქტები არავითარ შემთხვევაში არ შედის ხელისუფლების ინტერესებში, ამას ჩვენ მუდამ ვგმობდით და ახლაც ვგმობთ! ნებისმიერი ძალადობა, ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური, განსხვავებული აზრის თუ საქმიანობის გამო, არის მიუღებელი!“ -ამბობს არველაძე, რომელიც დედაქალაქის მერის, კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.