წარმატებული ადამიანების მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული ბულინგი, შეურაცხყოფა, ძალადობა, ეს დასაგმობი და კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განუცხადა.
„ჩვენ ვნახეთ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ გაკეთებული განცხადებები, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ. ხვიჩა არის ჩვენი საამაყო ადამიანი, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ამომავალი ვარსკვლავი. ზოგადად, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მიმართ ეს დამოკიდებულება და განცხადებები, როგორი მიდგომა აქვთ, რომ თუ შენ არ ემხრობი მათ მოსაზრებას ხარ ქვეყნის მოღალატე, მტერი, ეს წარმოუდგენელია. ამ დამოკიდებულებას და მიდგომებს არავითარი კავშირი არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან და დამოკრატიასთან, ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი. როგორც 9 მაისს იქნა გამარჯვება ფაშიზმზე, ისე იქნება ყოველთვის, გამარჯვება რადიკალიზმზე და და იმ სიბინძურეზე, რომელიც ბოლო დღეებისა და თვეების განმავლობაში ხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.