პარტია "ლელო" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ.
"ლელო ხელმძღვანელობს რა ქართველი ხალხის ინტერესიბით და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ურყეობის კონსტიტუციური საფუძვლებით, უერთდება ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს.
ჩვენ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გვერდით, რათა კიდევ ერთხელ მშვიდობიანად, მკაფიოდ და ხმამაღლა ვუთხრათ კი ევროპას და არა რუსულ კანონს!
ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთის ინტერესებს, გეგმავს შექმნას ვითარება რომლითც აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგია და მხარს რუსულ კანონს უჭერს. ამისათვის ხელისუფლება აიძულებს საჯარო სამსახურში და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს, რომ მონაწილეობა მიიღონ ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ აქციაში. ჩვენ გვჯერა, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები კარგად აცნობიერებენ რას ნიშნავს საქართველოს რუსეთიზაცია და ახსოვთ ვლადიმერ პუტინის მიერ მოწყობილი პარტიული აქციები ოლეგ გაზმანოვისა და სხვა რაშისტი კულტურის მუშაკების მონაწილეობით.
მოვუწოდებთ ყველას, არ დაემორჩილოთ რუსული ხელისუფლების იძულებას. არ გახდეთ ქვეყნის რუსეთიზაციის მონაწილეები.
ჩვენი ადგილი ევროკავშირშია. ესაა გადამწყვეტი მომენტი, რომელშიც თითოეულმა თქვენგანმა უნდა გაიხსენოს ყველა ის ნაბიჯო რაც აქამდე გადაუდგამს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისათვის და მიიღოს გადაწყვეტილება დარჩება თავისი თავის ერთგული თუ გახდება ბიძინა ივანიშვილის რუსული ხელისუფლების ნაწილი.
ჩვენ არ უნდა მივცეთ ბიძინა ივანიშვილს შესაძლებლობა დაყოს ქართული საზოგადოება, რადგან დღეს არ კეთდება არჩევანი ამ ან სხვა პარტიას შორის. არჩევანი გაკეთებულია ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხი რომლის არჩევანიც ევროკავშირია, მეორე მხარეს კი რუსეთი.
ლელო, ქართველ ხალხთან ერთად, ერთიანი ძალებით, კოორდინირებულად ვემზადებით წინააღმდეგობისთვის რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის. ჩვენ ერთად, მტკიცედ განვაცხადებთ რომ ჩვენი არჩევანი ევროკავშირია
კი ევროპას! არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას!" - ნათქვამია "ლელოს" განცხადებაში.