საქართველოს სუვერენიტეტი და ევროპული პერსპექტივა ივანიშვილთან შეუთავსებელია, - ამის შესახებ პარლამენტთან გამართულ აქციაზე მწერალმა ლაშა ბუღაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მან "ქართული ოცნების" წევრები ივანიშვილის მარიონეტებად და ვაი კაცებად მოიხსენია და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის წევრები სჭორედ "რუსები" არიან და რუსულ ინტერსებს ატარებენ.

"ვართ კვლავაც მოტყუებული რუსეთის მონა ივანიშვილისგან. კარგად უნდა გვესმოდეს, საქართველოს ევროპული პერსპექტივა და საქართველოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა შეუსაბამოა ამ კაცთან, ბიძინა ივანიშვილთან. ეს დემაგოგები და მატყუარები, ეს მარიონეტების თეატრი ივანიშვილის, ეს მუტრუკები „ქართული ოცნების“, ვაი კაცები, როლებიც დგანან დაგვცინიან, ცინიზმის მეტს არაფერს აკეთებენ ცდილობენ, ხალხი დააბნიონ და მოატყუონ, ყველაზე მეტად ბრაზდებიან, როდესაც ჩვენ მათ იმას ვუწოდებთ, რასაც ისინი იმსახურებენ, „რუსებს“!, - თქვა ლაშა ბუღაძემ.