პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლადო ბოჟაძის განცხადებით, საქართველოსთან მიმართებაში არსებულ ორმაგ სტანდარტებზე მმართველი გუნდი ყოველთვის საუბრობდა.
"როცა ამერიკას უდგას გარე ჩარევების პრობლემა, მათ შორის, საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, საარჩევნო კამპანიის პერიოდში, წარმოიდგინეთ რამხელა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ამიტომ ის განცხადებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ბატონი რიშისგან, სრულად განსხვავდება იმ პოზიციისგან, რასაც ისინი საქართველოსთან მიმართებაში აფიქსირებდნენ და როგორ შეიძლება ის, რაც კარგია და მნიშვნელოვანია ამერიკისთვის, არ იყოს კარგი და მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. სწორედ ამ ორმაგ სტანდარტზე ვსაუბრობდით მუდმივად ჩვენ და კარგია, რომ ახლა პრეზიდენტ ტრამპის პოზიციას, რომელიც ერთი-ერთზე იმეორებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც თავის დროზე ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ან ახლა მივიღეთ, უახლოეს წარსულში, ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფო ინტერესები არის უმთავრესი. ბატონი რიშის და სხვა სენატორების განცხადებები დღესაც ადასტურებს, რომ სახელმწიფო ინტერესები არის უმთავრესი როგორც ამერიკისთვის, ასევე საქართველოსთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენ მომავალშიც, მიუხედავად კრიტიკისა, სანქციებისა და მუქარებისა და ა.შ. გავაგრძელებთ ისეთი კანონმდებლობის მიღებას და ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც ორიენტირებული იქნება ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესების დაცვაზე", - აღნიშნა ლადო ბოჟაძემ.