"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საგანგებო პრესკონფერანციაზე გორში მომხდარ ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მოახდინა პროვოცირება "ქართული ოცნების" მხარდამჭერების, რამაც გამოიწვია ფიზიკური შეურაცხყოფა. როგორც კობახიძე აცხადებს, მერაბაშვილის მამა მივიდა საარჩევნო უბანზე, როლიც დაუპირისპირდა სამართალდამცავებს და ამის გამო იგი დააკავეს. 

"ინცინდენტი მოხდა, ბადრი ბასიშვილის "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ალბერტ მერებაშვილი, რომელიც არის კიკბოქსიორი, როგორც ჩანს არის ბადრი ბასიშვილის ზონდერ დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი, ალბერტ მერებიშვილი იყო მისული მე-5 საარჩევნო უბანზე. ეს ადამიანი გახლავთ კუდის ყოფილი უფროსის რევაზე შიუკაშვილის დის შვილი. მან ძალიან მძიმე პროვოკაციაზე ცადა ჩვენი აქტივისტების წამოგება, იქ იყვენ ჩვენი ატივისტები მობიიზებულები საარჩევნო უბანთან, მან დაიწყო ძალიან მძიმე ფორმით შეურაცხყოფის მიყენება ჩვენი აქტივისტებისათვის, აქ იყო საუბარი გინებაზე ძალიან მძიმე ფორმით, ამას მოჰყვა ორმხრივი ინცინდენტი. პირველად ჩვენს აქტივისტებთან დაპირისპირებაში მერაბაშვილი შევიდა, რომელმაც ჩვენს აქტივისტს დაარტყა, მას მოჰყვა ორმხრივი ჩხუბი, რომლის პირობებში ადამიანები დაშავდნენ, ორივე მხარის წამომადგენლები, დაშავდა ასევე ალბერტ მერაბაშვილი. 

მერებაშვილის მამა მივიდა ადგილზე, რომელიც შევიდა უკვე დაპირისპირებაში სამართალდამცავებთან,  მათ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ გაუწია წინააღმდეგობა და ამის საფუძველზე არის დაკავებული.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა ქალაქებშიც დაგეგმილია პროვოკაციები "ნაცმოძრაობის" მხრიდან, მაგალითად ბათუმში კონკრეტული გეგმები მზადდება ჯგუფებთან და პროვოკაციებთან დაკავშირებით. მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს არ აყვნენ პროვოკაციას", - განაცხადა კობახიძემ.