გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნები დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს, რაც N4 და N6 საარჩევნო უბანზე უკვე დაფიქსირდა.
როგორც "აიპრესთან" საპარლამენტო უმცირესობის წევრი, კობა სუბელიანი, აცხადებს, რომ სოფელ ლემშვენიერაში, N31 საარჩევნო უბანზე, სადაც იგი დამკვირვებელია, საარჩევნოდ მის უბანზე ამომრჩევლების დაბალი აქტივობაა.
"არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს, თუმცა ჩემი უბნით თუ ვიხელმძღვანელებთ, ამ დროისთვის აქტივობა დაბალია. ვერ გეტყვით, სამსახურის დაკარგვის შიშით არიდებენ არჩევნებზე მოსვლას თავს, თუ სხვა რა შეიძლება ვთქვა", - განაცხადა კობა სუბელიანმა.
როგორც სუბელიანმა აღნიშნა, "N31 საარჩევნო უბანზე 800 ამომრჩეველია, პლუს სპეცუბნის 103 ამომრჩეველი. ამ დროისთვის კი მხოლოდ 119 ამომრჩეველია მოსული. არ ვიცი, ვინმე უკრძალავს აქ მოსვლას, თუ რა ხდება არ ვიცი".