ხვალ, 1 თებერვალს პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველო" ყრილობას გამართავს.
ყრილობაზე საქართველოს ახალ პრემიერმინისტრს აირჩევენ. გავრცელებული ინფორმაციით პრემიერის თანამდებობას პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჩაიბარებს. რომელსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წარადგენს.
თანამდებობა დატოვების შესახებ განცხადება მოქმედმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2024 წლის 29 იანვარს გააკეთა. თუმცა, არ დაუსახელებია ვინ ჩაიბარებდა მინისტრთა კაბინეტს.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. და განაცხადა, პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2021 წლის 22 თებერვლიდან. მანამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (2012–2013), საქართველოს მე-11 და ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 30 დეკემბრამდე, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე (2013–2015), საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2019 წლის 8 სექტემბრიდან 2021 წლის 22 თებერვლამდე.