ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა 29 ოქტომბერს, 11:00 საათიდან განახლდება.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პროცესი ნიკა გვარამიას ახსნა-განმარტებით გაგრძელდება.

სასამართლოს სხდომა ასევე გაიმართება 30 ოქტომბერს.