ყოფილი დეპუტატი, ხათუნა გოგორიშვილი გადაცემა "საქართველოს დაბადებაში" 2003 წლის არჩევნებზე და ტოტალურ გაყალბებებზე საუბრობს. 

"ყველაზე მთავარი გაყალბება რაც იყო: რამდენი ხმაც იყო აჭარაში, იმდენი ხმა ჰქონდა "აღორძინებას". პირველზე იყო მოქალაქეთა კავშირი. მესამეზე ნაცმოძრაობა. "ბურჯანაძე დემოკრატები" მაშინ 17 კაცი გავიყვანეთ.  რეალურად არავინ იცის რამდენი ხმა ჰქონდა. კაციშვილმა არ იცის რა შედეგები დადგებოდა რეალურად. ყველგან მოხდა გაყალბება, მაგრამ ეს აჭარის 450 ათასი მონაწილიან, პროცესიანა ყველაფერს ანგრევდა. 450 ათასი ადამიანი თუ ცხოვრობდა აჭარაში ესეც კი არ ვიცოდით"- განაცხადა ხათუნა გოგორიშვილი. 

ცნობისთვის,

2003 წლის 2 ნოემბრის V მოწვევის პარლამენტის არჩევნებზე ოპოზიციური ფლანგი შეივსო მმართველი პარტია „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ რიგებიდან გასული პოლიტიკური ლიდერების მიერ დაფუძნებული პარტიებითა და ბლოკებით.

არჩევნებში, რომელშიც 18 სუბიექტი მონაწილეობდა, ოპოზიციას დაუპირისპირდა ორივე მმართველი პარტია - „აღორძინება“ და „მოქალაქეთა კავშირი“, რომლებმაც, ცესკოს მიერ გამოცხადებული მონაცემებით, პირველი-მეორე ადგილები გაიყვეს. არჩევნების შედეგების გაყალბების გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლები 23 ნოემბერს „ვარდების რევოლუციით“, პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომითა და არჩევნების (პროპორციული ნაწილის) შედეგების გაუქმებით დასრულდა.

VI მოწვევის პარლამენტის (ხელახალი) არჩევნები 2004 წლის 28 მარტს გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო 17-მა პოლიტიკურმა პარტიამ და ბლოკმა.